05:23 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 12:01:53, 828 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი IFAD-ის პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამების ხელმძღვანელს საქართველოში ვრეჯ ვჯიჯიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ მიმდინარეობის საკითხი განიხილეს.

ვრეჯ ვჯიჯიანმა დადებითად შეაფასა პროექტის მიმდინარეობა და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროგრამების ხელმძღვანელს  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, (IFAD)  მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის „მერძევეობის გაუმჯობესება და ბაზრებზე წვდომა“  მნიშვნელობის შესახებ, რომელის განხორციელებაც ახლო მომავალში დაიწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics