|
2019-06-11 15:55:10, 1333 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბარცხანა-ორთაბათუმი-ყოროლისთავის დამაკავშირებელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები ფინანსთა მინისტრთან და გზების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ტურისტული რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ არსებული პრობლემების მოგვარება, რაც ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება. „აჭარაში ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დღეს დავათვალიერეთ ორთაბათუმი - ბარცხანის მონაკვეთი, რომელიც სულ რამოდენიმე დღეში დასრულდება, ამ მიმართულებით წელს დაახლოებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ჩვენ გვექნება თანამედროვე გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება მოსახლეობის ინტერესებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. პროექტის ფარგლებში 1.3 კმ სიგრძის ასფალტის საფარის დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე არხები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ხიდს. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 887 996 ლარია გამოყოფილი.https://www.youtube.com/watch?v=DGqLyHoDJeo
(NS)
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)