08:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 15:52:06, 1853 ნახვა

კომენტარი
მიხეილ კალანდიას ადვოკატი: გამამართლებელი განაჩენისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ

დავით სარალიძეს ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი  ანა კოტეტიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

„დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ სასამართლო ამ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია. ნამდვილად არ არსებობს არანაირი ახალი მტკიცებულება, რაზეც სასამართლომ გააკეთა აპელირება და რომელიც აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველს შექმნიდა. სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში, დაცვის მხარე აუცილებლად იბრძოლებს იმისთვის, რომ დადგეს გამამართლებელი განაჩენი“, - განაცხადა ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.

ცნობისთვის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics