|
2019-06-06 13:19:58, 1228 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფომ ტესტი ჩააბარა
ხორავას ქუჩის საქმეში არსებულ ხარვეზებზე სახელმწიფომ პასუხი უმოკლეს დროში გასცა, დაიწყო საგამოძიებო მიმართულების რეფორმა, რომელზეც დადებითი დასკვნა ვენეციის კომისიამ გასცა,- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, წინადადება, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, სადაც წერია რომ დაგვიანებით ჩატარდა ან ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ჩატარდა კონკრეტული მოქმედებები, საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, შინაგან საქმეთა სამინსიტრომ და სახელმწიფომ კი საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნებიდან ძალიან ცოტა ხანში დაიწყო საგამოძიებო ფუნქციების და მიმართულების ძირეული რეფორმა. „საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნებიდან ძალიან ცოტა ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფომ დაიწყო საგამოძიებო ფუნქციების და მიმართულების ძირეული რეფორმა, რომელზეც დადებითი დასკვნა გასცა ვენეციის წინადადება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, სადაც წერია რომ დაგვიანებით ჩატარდა ან ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ჩატარდა კონკრეტული მოქმედებები ეკუთვნის პარლამენტს და გვეკუთვნის ჩვენ. შესაბამისად ეს გარემოება დაადგინა პარლამენტმა და საგამოძიებო კომისიამ, რომელიც შევქმენით ჩვენ, უმრავლესობამ და სადაც ოპოზიციას დავუთმეთ მმართველი ფუნქცია ანუ ისინი იყვნენ ამ კომისიის უმრავლესობაში. ხარვეზებზე კონკრეტულად სახელმწიფოს პასუხი უმოკლეს დროში იყო, დაიწყო რეფორმა საგამოძიებო მიმართულების, ამაზე კანონპროექტი მზადაა, ინიცირებულია პროცესი, ვენეციის კომისიამ დასკვნა დადებითი მისცა, რაც ნიშნავს რომ სახელმწიფომ ნახა რომ ხარვეზები არის პროცესი და პასუხი ეს იყო. მეორე ნაწილში , სადაც უშუალოდ სამართლიანობის მიღწევას და მართლმსაჯულების განხორციელებას ეხება საქმე შედეგი გვაქვს ის, რომ ორივე ოჯახმა, ვინც სამწუხაროდ შვილები დაკარგეს, ორივე ოჯახს აქვს მეტი რწმენა, რომ სამართლიანობა არის დადგენილი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვქონდა სახელმწიფო, რომლის უშუალო დავალებითაც მოკლეს „სანდრო გირგვლიანი“, შემდგომ კი სწორედ სახელმწიფო გაერთიანდა და გააყალბა და ჩაფარცხა ეს საქმე, იგნორი გაუკეთა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს. დღეს კი გვაქვს სახელმწიფო, სადაც კონკრეტულ საქმესთან, „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არის ტრაგიკული შემთხვევა მოზარდებს შორის და სადაც ნამდვილად არ გვაქვს საქმე იმასთან, რომ სახელმწიფომ ვინმე მოკლა, სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის, სწორედ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა საგამოძიებო კომისია და უმრავლესობა ამ კომისიაში დაეთმო ოპოზიციას, სახელმწიფომ კი უმოკლეს დროში მოახდინა რეაგირება არსებულ გამოვლენილ ხარვეზებზე.
(NS)
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)