09:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-05 12:49:23, 1928 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი: ბოკერიას და შავგულიძეს ერთი ფასეულობები აქვთ

"ფასეულობები ერთი აქვს ამ გუნდს და შალვა შავგულიძეს,- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ  გია ვოლსკიმ გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში გააკეთა.  

მისი თქმით, როდესაც ირინა ენუქიძე გარდაიცვალა და მას უნდა ჩანაცვლებოდა ვინმე , რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგში  გამოვიდოდა, შალვა შავგულიძე 7 თვე ვერ იპოვნეს და მხოლოდ 7 თვის მერე გამოჩნდა. 

"დიდია უზნეობა ამ ნაბიჯის და გაერთიანება გირგვლიანის საქმის  ადვოკატის ამ გუნდთან ,ძალიან დიდ ტყუილს რომ გეუბნებიან და შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომაში შევიდეს. ფასეულობები ერთი აქვს ამ გუნდს და შალვა შავგულიძეს. მე იურისტი არ ვარ,  კარგად ჩავიხედე საკითხებში, რომლებისთვისაც ადრე ყურადღება არ მიმიქცევია. 2007 წელს, როდესაც გარდაიცვალა ირინა ენუქიძე, მას უნდა ჩანაცვლებოდა ვინმე, რომელიც სახელმწიფოს წინააღდეგ გამოვიდოდა სტრასბურგში. 7 თვე ვერ იპოვეს და მხოლოდ 7 თვის მერე გამოჩნდა ოჯახის ადვოკატი, შალვა შავგულიძე. სად იყო ის? ბევრჯერ შეახსენეს და მან კარგად იცის ეს.  როგორც გაირკვა შალვა შავგულიძემ არც უცხო ენა იცოდა და არც სხვა ადვოკატი ჰყავდა შესაბამისი კვალიფიკაციის, რომ გაძღოლოდა ამ საქმეს. ასე რომ , აქ სამართლებრივი საკითხებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას პოლიტიკაში ალბათ უზნეობა ჰქვია. არ ვიცი რა დავარქვა, მე თვითონ ვარ უხერხულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics