06:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-05 11:44:42, 3774 ნახვა

მსოფლიო
ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, - ამის შესახებ კლიჩკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კლიჩკოს თქმით, მისი პარტია ვადამდელ საპარლამენტო არჩვნებში აპირებს მონაწილეობას. 

„დღეს მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, რომლის პოლიტიკურ ძალასაც არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში პრობლემებს უქმნიან. ამიტომ მზად ვარ მას პოლიტიკურად გვერდში დავუდგე. ასეთ კავშირს ქვეყანაში ცვლილებების გასატარებლად საჭირო ძალისხმევის გაორმაგება შეუძლია. ჩემი პარტია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და მე პარტნიორებს არჩევნებში ერთად მონაწილეობას ვთავაზობ. ვრჩები პარტიის ლიდერად, მიხეილ სააკაშვილს კი პარტიის თავმჯდომარეობას ვთავაზობ“, - განაცხადა კიევის მერმა.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics