00:26 - 26 Jul, 2026
|
2019-06-04 18:03:00, 888 ნახვა
საზოგადოება
დარეჯანის სასახლის მიმდებარედ, დაავადებული და ხმელი ფიჭვები მოიჭრება
5-6 ივნისს, თბილისში, დარეჯანის სასახლის მიმდებარედ, გამწვანებულ ფერდობზე დაავადებული და ხმელი ფიჭვების სანიტარიული ჭრა იგეგმება. სამუშაოებს დედაქალაქის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი” განახორციელებს. თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. აღნიშნული ტიპის კვლევა დედაქალაქის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების შესახებ პირველად ჩატარდა. დასკვნის თანახმად, თბილისსა და მის შემოგარენში აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება, ასევე, ამის პარალელურად, სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებებიც განხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)