|
2019-06-03 14:41:34, 683 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი წარადგინა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების, კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი წარადგინა. მაია ხაჯიშვილი დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის პოზიციას იკავებდა. აქვს განათლების სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც იურიდიული დეპარტამენტის, ასევე საქმის წარმოებისა და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. როგორც თორნიკე რიჟვაძემ მინისტრის წარდგენისას აღნიშნა მაია ხაჯიშვილს განვლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რაც მნიშვნელოვანია განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამართული, აქტიური და დინამიური ფუნქციონირებისათვის. „განათლების სფეროში ხორციელდება ეროვნული იდეა, რეფორმა და მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ძალიან აქტიურად ვიყოთ ჩართული მის განხორციელებაში. ასევე, აჭარაში განათლების სამინისტრო ახორციელებს ყველა იმ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც უკავშირდება ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის განვითარებას და დარწმუნებული ვარ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით გვექნება ძალიან ბევრი წარმატება. რესურსი, რომელიც იქნება განათლების სექტორის მიმართულებით გადანაწილებული, დაიხარჯება განათლების რეფორმის კუთხით, რითაც შევძლებთ ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ ერთ-ერთი ყველაზე განათლებულ ერად წარმატებულ ქვეყანათა შორის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)