22:39 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 11:21:50, 1181 ნახვა

ეკონომიკა
ბილაინის შეთავაზება მომხმარებელს - NBA-ს საერთაშორისო ლიგის აბონემენტზე წვდომა

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, მომხმარებელს სთავაზობს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) საერთაშორისო ლიგის აბონემენტზე წვდომას, რაც გულისხმობს NBA-ს ნებისმიერი თამაშის ყურების შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს.

საერთაშორისო ლიგის აბონემენტის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, NBA-ს თამაშებს მაღალი, მათ შორის HD ხარისხით უყუროს, მიიღოს შედეგები რეალურ დროში, უყუროს თამაშებს როგორც კომპიუტერის, ისე მობილურის მეშვეობით, მათ შორის ნახოს ყველა საკვალიფიკაციო და ფინალური მატჩი, ასევე, All Star თამაში. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს წლიური, ერთი თვის, ერთი თამაშის ან 10 წუთის ხანგრძლივობის აბონემენტი. წლიური აბონემენტის შემთხვევაში, მომხმარებელს წვდომა აქვს თამაშის ანალიტიკასა და დოკუმენტურ მასალაზე და ერთდროულად რამდენიმე თამაშის ყურება შეუძლია. გარკვეულ დროს, აბონემენტის შეძენა სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი, რასაც ბილაინის მომხმარებელი აუცილებლად შეიტყობს. დღეს, 30 მაისს, NBA-ს ფინალური მატჩები იწყება და ხსენებული აბონემენტის შეძენა მომხმარებელს 30%-იანი ფასდაკლებით შეუძლია.

ბილაინი მომავალშიც გეგმავს მსგავსი პროდუქტების წარდგენას იმისთვის, რომ მის მომხმარებელს ყოველთვის ჰქონდეს ინფორმაცია და წვდომა მსოფლიოში წამყვან ინტერნეტ რესურსებსა და აპლიკაციებზე.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics