19:44 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 21:19:22, 989 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

„აზერბაიჯანელმა ხალხმა დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის გზაზე მრავალი სირთულე გადალახა და დღეს აზერბაიჯანი აყვავებული და წარმატებული სახელმწიფოა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული ადგილი აქვს დამკვიდრებული.

ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა მრავალ საუკუნეს ითვლის. დღესაც ჩვენ, ერთად ვესწრაფვით, განვამტკიცოთ და განვავითაროთ მეგობრული კავშირები და ორ ქვეყანას შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენი ერების შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. აზერბაიჯანის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში.

ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და ვუსურვო მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს კეთილდღეობა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო", - ნათქვამია მამუკა ბახტაძის მისალოც წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics