|
2019-05-28 12:18:39, 850 ნახვა
რეგიონი
თეიმურაზ კუპატაძე: დავით გარეჯში არანაირ პროვოკაციას არ ველოდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან არიან მობილიზებული დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთობლივად ახორციელებენ ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს. უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობას და აქციას. „არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოხდეს“, - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ. რაც შეეხება სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ დავით გარეჯში დღეს დაგეგმილ აქციას, კუპატაძის განცხადებით, მოქალაქეების აყვანა ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვით მოხდება. „რა თქმა უნდა, აქ შეკრებილ ხალხს ექნება საშუალება ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ეტაპობრივად მოვახდინოთ ამ ხალხის აყვანა. რამოდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ ისინი რომ ჩამოვლენ, მეორე ეტაპი ავა“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)