18:35 - 20 Aug, 2026
|
2019-05-28 11:49:26, 762 ნახვა
რეგიონი
„გარეჯი საქართველოა“ - დავით გარეჯში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს
„დავით გარეჯი საქართველოა“ - ამ ლოზუნგით დავით გარეჯში, აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობაში მრევლი, სასულიერო პირები და „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა მონაწილეობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი წმინდა ადგილების მოლოცვას აპირებენ. ასევე გეგმავენ უდაბნოს მონასტრისკენ ასვლას, სადაც წირვა-ლოცვა გაიმართება. მრევლის თქმით, მსვლელობა მშვიდობიანია და მათ სურთ ყველას დაანახონ, რომ დავით გარეჯი საქართველოს ნაწილია. მოქალაქეები სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ მსვლელობას თბილისიდან წასული გიდებიც შეუერთდებიან, რომლებიც დედაქალაქიდან დავით გარეჯში გაემგზავრნენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)