21:26 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 19:26:45, 1359 ნახვა

ეკონომიკა
კომპანია „ნოვამ“ თიბისის და EBRD-ის მხარდაჭრით ახალ საწარმო გახსნა

ბათუმში, შპს „ნოვამ"  განახლებული საწარმო გახსნა.

საწარმოში 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზები, დამცავი ბარიერები და სხვა პოლიეთილენის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი.პროექტისთვის თიბისიმ და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყვეს.

„ნოვა"  აღნიშნული სესხიდან  15%-ს უკან  "ქეშ ბექის" სახით დაიბრუნებს.

კომპანია „ნოვა"   ეკოლოგიურად სუფთა, 100-დან 5000 ლიტრამდე მოცულობის,  პოლიეთილენის  წყლის ავზებს 2014 წლიდან აწარმოებს.  განახლებული საწარმოო ხაზებით კი კომპანია 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზების წარმოებას შეძლებს. გარდა ავზებისა იტალიური დანადგარები, რომელიც როტაციული მეთოდით ქმნის პროდუქციას სხვადასხვა პოლიეთილენის ნაწარმის წარმოების საშუალებასაც იძლევა.

საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, რომელიც თიბისის და  EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, „ნოვამ"   დამატებით 10 საწარმოო ხაზი დანერგა.  მეტალოკრამიტის, პროფნასტილის სასახურავე მასალის, წყალსაწრეტი სისტემების,  მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის  არმირების პროფილების საწარმოო ხაზები კომპანიის თბილისის და ბათუმის ფილიალებში განთავსდა.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics