|
2019-05-26 18:41:32, 16100 ნახვა
კულტურა
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად შესრულდა
„ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“, - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად შესრულდა. დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში 17:10 საათზე „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ შესრულდა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ანსამბლებმა მიიღეს. – მთავარ მოედანზე, ახალციხეში – რაბათის ციხეზე; ახალქალაქში – თავისუფლების ქუჩაზე; ქუთაისში – ცისფერყანწელების ქუჩაზე; ამბროლაურში – ცენტრალურ მოედანზე; ზუგდიდში – ცენტრალურ მოედანზე; მესტიაში – სგიმიერი-სეტის მოედანზე; ფოთში – რუსთაველის რკალზე; სტეფანწმინდაში – „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე; ოზურგეთში – ჭადრების პარკში“. ამასთან, 17:10 საათზე ეროვნულ ჰიმნს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებშიც იმღერეს. ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის: მალაიზიაში, უზბეკეთში, ესტონეთში, ესპანეთში, თურქეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მოლდოვაში, ისრაელში, ბრაზილიაში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, შვედეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სლოვენიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ეროვნულ ჰიმნი შეასრულეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)