|
2019-05-25 18:51:07, 1016 ნახვა
საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით სტეფანწმინდაში გაიმართება
"ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 მაისს, 13:00 საათიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება იმართება. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ უნიკალურ ფოტო მასალას, დაათვალიერონ ადგილობრივი მრეწველების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სპეციალურად სტუმრებისთვის მოწყობილ პავილიონებში, შესაძლებელი იქნება ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის სერვისების გაცნობა. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს გახსნის და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. გაიმართება დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა ელით საზეიმო ღონისძიებაზე მოსულ ყველაზე პატარა სტუმრებს. დაგეგმილია საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა" და სახელმწიფო ანსამბლი "ერისიონი". ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთის შვილები", ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდებაი" და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა". 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით. ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
(NS)
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)