12:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 14:09:01, 1144 ნახვა

კომენტარი
პრემიერი არჩევნებზე: უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ დისონანსი შეეტანათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში, 19 მაისს ჩატარებულ რიგგარეშე, შუალედური არჩევნებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. 

პრემიერმა არჩევნების მიმდინარეობის პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ხმის მმიცემის პროცედურა დემოკრატიული სტანდარტების დაცვით განხორციელდა. მან არჩევნებში მონაწილე ყველა პირს [შსს/ცესკო/დამკვირვებლები] მადლობა გადაუხადა. 

"მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო შუალედურ არჩევნებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, მას ესწრებოდნენ სადამკვირვებლო მისიები. იცით მათი შეფასებები და მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სწორედ თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ყველაზე მნისვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ყველა ოლქში ჩვენს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს, რაც შეეხება მთაწმინდას, აქ გვაქვს ჩვენ მეორე ტური, რომელიც დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გამოვლინებაა. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტურის დროს - მშვიდობიანად, დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტების დაცვით, სადაც მაცხოვრებლები მიიღებენ თავიანთ არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ შეეტანათ დისონანსი, მათ ეს არ გამოუვიდათ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საარჩენო კომისიის წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და სამართალდამცველებს, რომლებმაც პროფესიონალიზმის ძალიან მაღალი ხარისხი აჩვენეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics