|
2019-05-22 16:08:31, 740 ნახვა
რეგიონი
ბოლნისში, ქურდობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციელებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
ბოლნისში, ქურდობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი, სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობის შესაძლო ფაქტზე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში იკითხება. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, შემთხვევა 2 თვის წინ ბოლნისის პოლიციაში მაშინ მოხდა, როცა ის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანის ინფორმაციით, მისგან სამართალდამცველები თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე განცხადებით, პოლიციელებმა მას ხელი მოტეხეს, ქამრით სცემეს, გააშიშვლეს და ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. „მირტყამდნენ თავში, წელის არეში და სადაც მოუხერხდებოდათ ყველგან მირტყამდნენ. მოტეხილ ხელში მირტყამდნენ უმეტესად. როდესაც საავადმყოფოდან მომიყვანეს გამწარებულები იყვნენ რომ არ მიმიღეს მშობლების გარეშე და მაგ დროს მემუქრებოდნენ რომ ეხლაო, რაც იქ არ გაგიკეთეთ და რომ გეუბნებით გაგაუპატიურებთო და არ შევასრულეთო, ახლა რომ მოგიყვანეთო ბოთლზე დაგსვამთ და გაგაუპატიურებთო. რაღაც წამალს ამბობდა დავლევთო, რომ უფრო დიდხანს გაგრძელდესო შენი გაუპატიურების მცდელობაო. როდესაც მიმიყვანეს უკვე შარვალი გამხადეს და ბოთლს მადებდნენ“, - განაცხადა არასრულწლოვანმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)