|
2019-05-22 14:01:18, 1161 ნახვა
საზოგადოება
„მშრომელთა და სამშობლოს დღე“ - 1-ელი და 14 მაისი შესაძლოა, უქმეებად გამოცხადდეს
პირველი და 14 მაისი შესაძლოა უქმე დღეებად გამოცხადდეს. პირველ მაისთან დაკავშირებით, შესაბამისი ინიციატივით პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი გამოვიდა. დეპუტატის თქმით, პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა და ამიტომ ის დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს. კიდევ ერთი თარიღის, 14 მაისის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით "ქართული ოცნების"დეპუტატი ნუკრი ქანთარია გამოდის. ქანთარია მიიჩნევს, რომ 14 მაისი "სამშობლოს" დღე უნდა ეწოდოს. შეგახსენებთ, რომ 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა. პარლამენმა შესაბამისი გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიაზე 8 მაისს მიიღო. აღსანიშნავია, რომ 12 მაისი მანამდეც უქმე დღე იყო, რადგან ამ რიცხვში ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღნიშნავდნენ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)