02:02 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 17:18:08, 792 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზამ ადგილობრივ და საექსპორტო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შეამცირა

1 ივლისიდან , „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო  გადაზიდვებზე  ტარიფები 20%-ით მცირდება. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, ცვლილება ეხება, როგორც ადგილობრივ, ასევე  ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის როგორც სავაგონო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებს.

„აღნიშნული მარკეტინგული გადაწყვეტილება,  სარკინიგზო გადაზიდვების ამ სექტორში კომპანიის გაყიდვების სამომავლო ზრდას გამოიწვევს, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის  კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე პოზიტიურად აისახება“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics