|
2019-05-21 12:33:02, 719 ნახვა
რეგიონი
დაბა შუახევში კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
დაბა შუახევში კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მალე, შუახევი როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის კეთილმოწყობილი დასახლება იქნება. შუახევის მერიის ცნობით, დაბის ცენტრიდან საგზაოში ჩასასვლელი სახიფათო მონაკვეთი წლებია ავარიულ სიტუაციებს უქმნიდა ქვეითებს. პროექტის თანახმად,აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა კიბეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცალფეხო ხიდს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბაია 2018“ " ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 15 840 ლარია.
აქტიურ ფაზაშია რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტიც, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილებისათვის საფეხმავლო ტროტუარი, საყრდენი კედელი, სანიაღვრე არხი, სკვერი, მოსაცდელი, გარეგანათება, ავტოპარკინგი და კიბეები. სამუშაოები ამ ეტაპზე ავტოსადურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც კედლის მოწყობაა გათვალისწინებული. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)