17:25 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 11:36:33, 1080 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის 37%-ის აზრით, მათ შეხედულებებთან არცერთი პარტია არ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? გამოკითხულთა 37% პასუხობს რომ არცერთი.

 „ქართული ოცნება“-ს პირველ არჩევანად გამოკითხულთა 21 პროცენტი ასახელებს, ხოლო მეორე არჩევანად - 2%.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პირველ არჩევანად 15% ასახელებს, მეორე არჩევანად - 3%.

„ევროპულ საქართველოს“ 4% ირჩევს, მეორე არჩევანად კი ასევე 4%.

„პატრიოტთა ალიანსს“ 3-3% უჭერს მხარს, როგორც პირველ, ისე მეორე არჩევანად.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 44%-ს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ხოლო 53%-ს გადაწყვეტილი არ აქვს. 2%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics