11:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 14:26:58, 800 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ლიკა ზოიძე მოინახულა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სოფელ კარაპეტში 11 წლის ლიკა ზოიძე მოინახულა.

ლიკას, რომელსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებოდა, რამდენიმე დღის წინ თურქეთის რესპუბლიკაში დაუსვეს დიაგნოზი ძვლის მძიმე დაავადება და ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა და რეაბილიტაციის კურსს სახლში აგრძელებს.

ზოიძეების სოციალურად დაუცველ ოჯახში ნინო დიასამიძე 4 შვილს ზრდის. ოჯახს ლიკას მკურნალობისა და ოპერაციის სახსრები არ გააჩნდა, რაშიც შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე დაეხმარა. მისი უშალო მხარდაჭერითა და ინიციატივით გაიმართა საქველმოქმედო აქციები, ინტელექტუალური თამაში #ლიკასთვის. საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობდა შუახევის მერია, საკრებულო, შუახევის რესურსცენტრი, საჯარო სკოლები, ორგანიზაციები. საქველმოქმედო აქცია ჩაატარა შუახევის საჯარო სკოლამაც.

საქველმოქმედო აქციებზე შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა ლიკას მკურნალობას, რაშიც გაწეული დახმარებისთვის ოჯახი მადლიერებას გამოთქვამს შუახევის მერის ფრიდონ ფუტკარაძის, საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის, შუახევის რესურსცენტრის, შუახევის ინტელექტკლუბის, საქველმოქმედო აქციებში მონაწილე ყველა გვერდში მდგომი ადამიანის მიმართ.

ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად ლიკას გამოჯანმრთელება შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, შუახევის ინტელექტკლუბის ხელმძღვანელმა, შუახევის საჯარო სკოლის დირექტორმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უსურვეს.


 



(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics