16:26 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 12:47:01, 1103 ნახვა

საზოგადოება
NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 50% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, 39% კი თვლის რომ ეს ცუდი მოვლენა იყო, 11%-ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

2018 წლის მარტში ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოსთვის კარგ მოვლენად საბჭოთა კავშირის დაშლას 43% მიიჩნევდა, უარყოფითად 42% აფასებდა, არ იცოდა 14%-მა.  2017 წლსი აპრილში კი, მოსახლეობის 48% ამბობდა, რომ საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, 42% კი ამბობდა, რომ ცუდი იყო, არ იცოდა 10%მა.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics