15:14 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 18:45:42, 1085 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ორ ოლქში მეორე ტურის დანიშვნას არ გამორიცხავს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ორ ოლქში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას არ გამორიცხავს.

მდინარაძე არ აკონკრეტებს, თუ რომელ ოლქებზეა საუბარი.

"რა თქმა უნდა, მეორე ტურის ალბათობა არის, მათ შორის ორ ოლქში, და აქედან გამომდინარე, ამომრჩევლებს  კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ თუ იქნება მაღალი აქტივობა, თუ გააქტიურდებიან ჩვენი მხარდამჭერები, ამომრჩევლები ზოგადად, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო ნაკლებია მეორე ტურის ჩატარების შანსი. ჩვენ წინასწარ ზედმეტ პროგნოზებს ნუ გავაკეთებთ. საღამოს ჩვენ გვექნება გარკვეული მონაცემები და როგორც კი გარკვეული მონაცემები იქნება, მედიას და საზოგადოებას აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში. მე შემიძლია დაბეჯითებით და მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ყველა ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ და აქედან გამომდინარე, თამამად ვამბობთ, რომ შესაძლებელია პირველივე ტურშიც კი გაიმარჯვონ მათ", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics