|
2015-06-29 14:05:16, 742 ნახვა
ეკონომიკა
სტიქიის შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ ასანაზღაურებელმა ზარალმა 4 მილიონ ლარს გადააჭარბა
13 ივნისის სტიქიის შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ ასანაზღაურებელმა ზარალმა ამ ეტაპზე 4.239. 722 მილიონი ლარი შეადგინა. სადაზღვევო კუთხით 13 ივნისს მომხდარი სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამეხედველობის სამსახურის უფროსმა იოსებ გოგოლაშვილმა და სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა შეაჯამეს. მათი ინფორმაციით, კერძო პირთა დაზღვეული ავტოსანტრასნპორტო საშუალებების ზარალი შეადგენს – 551.511 ლარს და აქედან ანაზღაურებულია 70% . იურიდულ პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზარალი კი შეადგენს – 662.104 ლარს და ანაზღაურებულია 40%. რაც შეეხება კერძო თუ იურიდიული პირების ქონების ზარალს, იურიდიულ პირებზე ზარალი – 2.790.940 ლარია, ხოლო კერძო პირებზე – 235.126 ლარი. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, ეს არის სადაზღვევო კოპმანიების მიერ განცხადებული ზარალი, მიმდინარეობს აქტებზე ხელმოწერა და ქონების ზარალის ანაზღაურება მხოლოდ ზუსტი აღრიცხვის შემდეგ მოხდება. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ 121 შეადგინა, დაზღვეულმა ქონებამ კი - 82. მთლიანობაში სულ 203 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)