|
2019-05-19 11:01:06, 837 ნახვა
რეგიონი
ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტი - ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაურია [LIVE]
ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაურია. თვითმხილველების მტკიცებით, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 06:00 საათიდან ავტომობილი დგას, საიდანაც ამომრჩევლებს ფულს ურიგებენ. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ავტომობილში მყოფებს აგრეთვე კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი სიები აქვთ. კიდევ ერთი თვითმხილველი, რომელიც ფულის გადაცემის შესაძლო ფაქტს შეესწრო და ამსახველი ვიდეო მასალაც გადაიღო, ამბობს, რომ ავტომობილში მყოფები თავს იმართლებდნენ. კერძოდ, მათ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა ფულს აძლევენ ამომრჩევლებს, აღნიშნეს, რომ მოქალაქეების ვალი ჰქონდათ. ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავას იმყოფება. გარდა ამისა, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული. სამართალდამცველები თვითმხილველს კითხავენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)