13:58 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 14:20:42, 878 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე - ჰესების მშენებლობას ისე გავაგრძელებთ, რომ მოსახლეობის ინტერესები დაცული იყოს

საქართველოში აუცილებლად გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას, ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული და ნებისმიერი პროექტი უმაღლეს ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, კურორტ გოდერძიზე, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის განვითარება, რისთვისაც საჭიროა მეტი ელექტროენერგია.

„ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკის განვითარებას სჭირდება მეტი ელექტროენერგია. ეს არის ძალიან მარტივი პრინციპი, როგორ ხდება ეკონომიკის განვითარება. ამავე დროს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი და უმაღლესი ეკოლოგიური სტანდარტის შენარჩუნება უმთავრესი პრიორიტეტია. ჩემი პოზიციაც აქედან გამომდინარე ერთმნიშვნელოვანია - საქართველოში აუცილებლად გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას და ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული და ნებისმიერი პროექტი შეესაბამებოდეს უმაღლეს ეკოლოგიურ სტანდარტებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics