|
2019-05-17 12:12:42, 943 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება: ქართველმა სამართალდამცველბმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა საზღვარი დაარღვიეს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. როგორც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი იგორ კოჩიევმა აღნიშნა, ქართულმა პოლიციამ და უპილოტო საფრენმა აპარატებმა ე.წ. საზღვარი დაარღვიეს. კოჩიევის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები სამჯერ გამოავლინეს. „უპილოტო საფრებმა აპარატებმა ერთსაათიანი ინტერვალით სამჯერ დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე. მათ გადაუფრინეს იმ ადგილს, სადაც ჩვენი სასაზღვრო პუნქტია. უპილოტო საფრენი აპარატები 10 წუთის განმავლობაში დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ. ქართულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატების კუთვნილების თაობაზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყვნენ ტურისტები ან მოზარდები. ზნაურის რაიონში პოლიციის მანქანა შემოვიდა, საზღვრის აღმნიშვნელ ნიშანთან გაუჩერებლად წრე დაარტყა და საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდა. მეორე შემთხვევაში კი პოლიცია დაახლოებით 150 მეტრით იყო შემოსული ჩვენს ტერიტორიაზე და ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ, ისინი კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე გადავიდნე“, - განაცხადა კოჩიევმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)