|
2015-06-29 11:04:31, 1468 ნახვა
მსოფლიო
ერევანში მომიტინგეები "კარვების ქალაქის" გაშლას გეგმავენ
ერევანში მიმდინარე აქციის მონაწილეები "თავისუფლების მოედანზე" „კარვების ქალაქის“ მოწყობას გეგმავენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვაგინაკ შუშანიანმა მომიტინგეებს ბაგრამიანის გამზირის დატოვებისკენ და "თავისუფლების მოედანზე" დაბრუნებისკენ მოუწოდა. "ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება. დაურეკეთ თქვენს მეგობრებს, რომ ყველანი მოვიდნენ "თავისუფლების მოედანზე". ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ჩვენ არ გვინდა დაპირისპირებები. ჩვენ მოედანზე შექმნით "კარვების ქალაქს" და დავრჩებით, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მოთხოვნები უკვე სრულდება", - განაცხადა შუშანიანმა "თავისუფლების მოედანზე" სიტყვით გამოსვლისას. პოლიციამ მომიტინგეებს ბაგრამიანის გამზირის დატოვებისაკენ არაერთხელ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით დაემუქრნენ. მომიტინგეების ნაწილი უარს აცხადებდა მოთხოვნას დამორჩილებოდა და ტერიტორია დაეტოვებინა. აქციის ორგანიზატორებმა ისინი სიტუაციის პროვოცირების მცდელობაში დაადანაშაულეს. ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 19 ივნისს დაიწყო. გაძვირებული ტარიფი ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)