|
2019-05-16 16:40:49, 1041 ნახვა
რეგიონი
ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია
ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებული ცოცხალი ძალა ცალკეული მცირე კერებისა და ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახორციელებს. „მუშაობა დაასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც. ხანძრის ქრობის პროცესში საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა გუშინ, საღამოს საათებში ჩაერთო, 24 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებზე 48 ტონა წყალი დაასხა. პრევენციისა და სამონიტორინგო სამუშაოების წარმოების მიზნით, ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ბოლო ინფორმაციით, ტყის მასივში ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში, 2,5 ჰა შეადგინა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)