|
2019-05-16 15:38:56, 2746 ნახვა
ევროპის ამბები
ხულორდავა: ჩვენი ინტერესია, რომ 19 მაისს ყველას ქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა
„პირველ რიგში, ჩვენ აქ ვართ გეგა შენგელიას საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად. ზუგდიდს ჰყავს ძალიან კარგი კანდიდატი, რომელიც ასევე ძალიან დადებითადაა მიღებული ზუგდიდში და მთელს მუნიციპალიტეტში საზოგადოების მხრიდან, იმ ხალხის მხრიდან, რომელმაც 19 მაისს უნდა გააკეთოს არჩევანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი, იმიტომ რომ გვყავს მართლაც უალტერნატივო კანდიდატი... ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ ერთი, ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ყველას ქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად, მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა 19 მაისს. რა თქმა უნდა იქნებიან ადამიანები ვისაც ექნება განსხვავებული პოზიციები კანდიდატებთან დაკავშირებით, ამისთისაც ტარდება არჩევნები. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენ შედეგებში და ჩვენი სურვილი არის ის, რომ ყველას ქონდეს თავისუფლად არჩევნებზე პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი, ასე რომ ჩვენი ინტერესი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ არის სტაბილური, მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. ის ძალა, რომელიც ასე ვთქვათ მანიპულაციებით და პროვოკაციებით ცდილობს, რომ წარმოაჩინოს სხვაგვარი სურათი და შექმნას დაძაბულობის კერები, ალბათ არ არის თავის ძალებში და შედეგებში დარწმუნებული და მიაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა მისი კანდიდატის თუ პარტიის წარმატების. მე ვფიქრობ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩვენი აქაური საზოგადოება, მოსახლეობა საკმაოდ გათვიცნობიერებულია, გარკვეულია აი ამ ტექნიკაში, რომელსაც პარტიები იყენებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ხულორდავა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)