|
2019-05-15 18:10:19, 1094 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე დაბის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან და შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის 65-66 კილომეტრზე ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადადგილებისათვის საფეხმავლო ტროტუარის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი ითვალისწინებს დაბის ტერიტორიაზე, არსებული ავტოსადგურიდან რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილებისათვის საფეხმავლო ტროტუარის, საყრდენი კედელის, სანიაღვრე არხის, სკვერის, მოსაცდელის, გარეგანათების, ავტოპარკინგის და კიბეების მოწყობას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი ამხანაგობა „ემილ-2014“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 040 999 ლარია. ამ დროისათვის მიმდინარეობს საყრდენი კედლებისა და ტროტუარის საძირკველის მოწყობა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს დაბის მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)