|
2015-06-28 13:23:53, 2723 ნახვა
კომენტარი
თინა ხიდაშელი: ცუდი არ იქნება, რუსეთი საომარი მოქმედებების ნაცვლად, ჩრდილო კავკასიაში არსებულ საფრთხეებზე რეაგირებით დაკავდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოდან ISIS-ის ძალებში საბრძოლველად მეომრების წასვლის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ხიდაშელმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი ISIS-ის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს განვითარების საშუალება მიეცა, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება. "ის ფაქტი, რომ საქართველოდან, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო კავკასიაზე, მეომრები მიდიან მათ ძალებში საბრძოლველად, ეს უკვე ძალიან სერიოზული შეშფოთების და წუხილის საგანია, რასაც სჭირდება ადეკვატური, პოზიტიური რეაგირება როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ცუდი არ იქნება, რომ რუსეთი უფრო მეტად კონცენტრირებული იყოს და დაკავდეს სწორედ ჩრდილო კავკასიაში საფრთხეების, ერთი მხრივ, შეფასებით და მეორე მხრივ მათზე რეაგირებით, ნაცვლად იმისა, რომ მეზობელ სახელმწიფოებში საომარ მოქმედებებს აწარმოებდეს. იმიტომ, რომ ეს არის საფრთხე იმ ტიპის, იმ ხარისხის, იმ მასშტაბის, რომელიც თუ მას მიეცა განვითარების საშუალება, შესაძლებელია, დამანგრეველი აღმოჩნდეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მისი ზომის მიუხედავად. ამიტომ, ყველა ერთობლივი ძალით უნდა ვიყოთ ამ საფრთხესთან ბრძოლაში ჩართული და არა- ერთმანეთთან ბრძოლაში",-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)