12:28 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 13:29:56, 1225 ნახვა

საზოგადოება
„ოცნების“ წევრები 1981 წლის 13 მაისს „დინამოს“ გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამოს“ გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვეტერან ფეხბურთელებს ისტორიული წარმატება პარტიის ლიდერებმა მიულოცეს.

„ეს დღე არის გამარჯვების, სიხარულის და სიამაყის დღე. ეს არ იყო მხოლოდ საფეხბურთო მატჩი - ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე გამარჯვება და ბედნიერი ვარ, რომ თქვენ მიეცით მომავალ თაობებს თავდადების და გაუტეხელობის მაგალითი. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე“, - მიმართა ვეტერან დინამოელებს ლადო კახაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე
მეტროსა და რკინიგზის მატარებლების მუშაობა აღდგა
ქვეყანაში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა, მიწოდება ეტაპობრივად აღდგება - სსე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics