|
2019-05-11 13:38:20, 1528 ნახვა
რეგიონი
მეხანძრე-მაშველები თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები კახეთში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. უწყების ინფორმაციით, ცოცხალი ძალა და სამაშველო ტექნიკა გადანაწილებულია იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და ზოგიერთ შემთხვევაში, მისი მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია. „მეხანძრე-მაშველებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე მოახდინეს რეაგირება. ოპერატიული დახმარება გაუწიეს იმ ოჯახებსაც, რომლებსაც მეხანძრე-მაშველები პირდაპირი კომუნიკაციის გზით სხვადასხვა სოფელში ეკონტაქტებოდნენ და საჭიროებდნენ მაშველთა დახმარებას. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ანდრე ქუჯაიძე და მიმდინარე სამუშაოებს კოორდინირებას პირადად უწევს. დატბორილ ტერიტორიებზე უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზების, ვითარების განმუხტვისა და მთის ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ყველა შესაბამისი სამსახური და მძიმე ტექნიკა. მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ დროისთვის რამდენიმე ობიექტზე ასრულებენ. ამასთანავე, პრევენციის მიზნით, ადიდებული მდინარეების მიმდებარედ, მიღებულია უსაფრთხოების ზომები და მიმდინარეობს შექმნილი ვითარების უწყვეტი მონიტორინგი“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)