18:44 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-11 13:15:43, 1604 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოპარკში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო

ტექნოპარკში საქართველოში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი  Future Agro Challenge დაიწყო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სტარტაპ ბიუროსა და ბილაინის მხარდაჭერით ხორციელდება. 

Future Agro Challenge-ი უმსხვილესი გლობალური ინიციატივაა,  რომელიც ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ღონისძიება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნა. ჰაკათონში 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ შემდეგ თემებზე: 

Agro Logistics // Agro Tourism // Agroforestry // Animal Protein // Animal Husbandry // Dairy Alternatives // Drones and Robots // Education (Food/Agriculture) // Farm Management Software // Farmers Incomes // Food E-Commerce // Food Preservation // Food Science // Food Traceability and Safety // Health and Wellness // Indoor Agriculture // Manufacturing // Warehousing // Marketplaces // Material Science // New Farms // Nutrition // Packaging and Design // Precision Agriculture // Predictive Data Analytics // Sensors // Smart Irrigation // Snacks and Beverages // Waste Technology

Future Agro Challenge - ის გამარჯვებული 12 მაისს გამოვლინდება. იგი მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში  2019 წლის 7-11 სექტემბერს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics