11:32 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 15:04:09, 1230 ნახვა

საზოგადოება
სენაკში 24 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

სენაკის ერთ-ერთ სკოლაში 24 მოსწავლე ცუდად გახდა, რის გამოც ისინი ადგილობრივ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

საავადმყოფოს დირექტორის იამზე დგებუაძის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

„24 ბავშვი შემოიყვანეს, 18 სასწრაფომ მოიყვანა, 6 თვითონ მოვიდა. თავიდან 4-5 ბავშვის მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, დანარჩენები უფრო სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ. სავარაუდოდ, ინტოქსიკაციაა, თუმცა ვერ გეტყვით, რას შეეძლო გამოეწვია“, - აღნიშნა დგებუაძემ. 

მისივე ინფორმაციით, მოსწავლეები საავადმყოფოში ტოქსიკოლოგის ჩასვლამდე დარჩებიან, რომელიც ზუგდიდან გამოიძახეს. 

 

ინფორმაციას "ქრონიკა" ავრცელებს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics