06:55 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 11:40:01, 1198 ნახვა

საზოგადოება
თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა სრულად 13:00 საათისთვის აღდგება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები უახლოეს ხანებში დასრულდება  და მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება.

„ამ დროისთვის, ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით. ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ.  თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics