18:08 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 17:10:45, 1625 ნახვა

კომენტარი
ბესელია: იცვლება ყველაფერი, დღეს ხელისუფლებაში ვინც არის, ხვალ ოპოზიციაში იქნება, ან ოპოზიციაშიც არ იქნება

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ.

როგორც ბესელიამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც 10-კაციანი სადავო სია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არ გაიტანა.

„წინააღმდეგობის გამწევი არ არის ეს უმრავლესობა იმ პროცესისთვის, რაც არ არის ჯანსაღი. ყველა გადასახედიდან, როგორც კი იწყებ უკან მიბრუნებას, ზუსტად და სწორედ მოვიქეცი, როდესაც არ გამოვიტანე ის სია კომიტეტის სხდომაზე. იმ ბარიერის მოხსნამ, რომლითაც ის ვერ მოხდა სესიაზე, ვერ მოხდა ის, რომ არ არის დამტკიცებული ის სია. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ საბოლოოდ დამორჩილებული სასამართლო სისტემა არასოდეს არ არის არავისთვის შედეგის მომტანი. იცვლება ყველაფერი და იცვლება სწრაფად. დღეს ხელისუფლებაში ვინც არის, იქნება ხვალ ოპოზიციაში, ან ოპოზიციაშიც არ იქნება და სადაც იქნება იქ გაყვება ეს სიმძიმე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.  

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics