|
2019-04-28 16:53:58, 1057 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - გილოცავთ ბათუმობას! მნიშვნელოვანია რომ დღევანდელი საზეიმო განწყობა და ბედნიერება თითოეული ბათუმელის ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ
დღეს, 28 აპრილს, 1888 წელს ბათუმისთვის სტატუსის მინიჭების დღესთან დაკავშირებით, ,,ბათუმობა 2019" აღინიშნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ოჯახთან ერთად, ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. თორნიკე რიჟვაძემ ქალაქელებს და ქალაქის სტუმრებს კიდევ ერთხელ მიულოცა ბათუმობა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა სასიხარულო და მისასალმებელია. ,,მინდა სახალხო დღესასწაული მივულოცო თითოეულ ბათუმელს. ორმაგად სიმბოლური დღეა დღეს. ბათუმობის დღესასწაული დაემთხვა აღდგომის დღესასწაულს. ძალიან ბევრ ბედნიერ სახეს ვხედავ დღეს და მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ ეს საზეიმო განწყობა და ბედნიერება მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება. სიმბოლურია, რომ ხელი მოეწერა 60 მილიონიან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს წყლის სისტემების რეაბილიტაციასა და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობას ბათუმის ტერიტორიაზე. თორნიკე რიჟვაძემ ბათუმს დამეგობრებული ქალაქების კუთხე დაათვალიერა. მონაწილეობა მიიღო საპატიო ბათუმელების ტრადიციულ დაჯილდოების ცერემონიაში. საპატიო ბათუმელის ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე დამსახურებული ბათუმელები გახდნენ. დღესასწაულის ფარგლებში ძველი ბათუმის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო საბავშვო კუთხე, წიგნების კუთხე. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, ფრანების შოუ, თითების თეატრი. დღესვე, საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე მიუზიკლი Welcome To Georgia დაიდგმება. მიუზიკლი საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ მოუთხრობს. ,,ბათუმობა 2019" გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)