|
2015-06-26 09:48:17, 819 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბოლნისის რაიონში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1938 წელს დაბადებული ნარიმან მ. განზრახ მკვლელობის ფაქტზე ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა ბოლნისის რაიონის სოფელ ფარიზში, ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარ სახლში, მეუღლე - 1951 წელს დაბადებული სამარგანდ მ. საკუთარი ორლულიანი სანადირო თოფიდან ერთი გასროლით მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. სამარგანდ მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. „მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მხილებულმა დანაშაულის ჩადენის იარაღით გულმკერდის არეში თვითდაზიანება მიიყენა. დაჭრილი ნარიმან მ. მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორლულიანი სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11- პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)