04:21 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-26 13:52:01, 1558 ნახვა

საზოგადოება
სპორტული ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად - 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება

სპორტული დანიშნულების ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაღვრება. 

შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის. კანონპროექტის მიხედვით, სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად - 100 ლარით განისაზღვრება.

კანონპროექტის ავტორები პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა არიან. 

„ეს ინიციატივა ეხება იმ საკითხს, როდესაც ჩამოიყვანს ავტომრბოლელი, სპორტსმენი ავტომანქანას, განბაჟების თანხის გადახდა მას პრაქტიკულად აღარ უწევს. ეს იქნება მხოლოდ სიმბოლური თანხა ერთადერთი დათქმით, თუ ის გადააკეთებს მანქანას სპორტული დანიშნულების შესაბამისად. აქედან გამომდინარე ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი სპორტსმენებისთვის. ამ სპორტის განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics