19:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 17:33:48, 1600 ნახვა

კომენტარი
ლაშა იორდანიშვილი - თუ იქნება კონსენსუსი, რომ ჰესები არ გვჭირდება, გადაწყვეტილებას ჩვენც შესაბამისად მივყვებით

„თუ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის იქნება კონსენსუსი, რომ არ გვჭირდება ჰიდროელექტროსადგურები, ჩვენც შესაბამისად მივყვებით“, - ამის შესახებ კომპანია „ფერის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა პანკისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

„თუ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის იქნება კონსენსუსი, რომ არ გვჭირდება ჰიდროელექტროსადგურები, ჩვენც შესაბამისად მივყვებით ამას. ამ ეტაპზე გადასატანია ეს მძიმე დღე, რომელიც ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. ჩვენი მხრიდან რამე გეგმა და კონკრეტული მიმართულებები მოლაპარაკებების კუთხით არაა. ზარალი საკმაოდ დიდია. ტექნიკა, რომელიც დაიწვა, მილიონი ლარის ღირებულებას სცილდება და სადგურის არ აშენებას, ასევე უკვე ჩამოტანილი ტექნიკის დანაკარგს რომ თავი დავანებოთ. მთავარია ხალხი მიხვდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა ჰიდროენერგეტიკის განვითარება“, - აცხადებს იორდანიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics