|
2019-04-22 15:26:56, 1408 ნახვა
რეგიონი
„ამდენი სპეცრაზმელი რატომ შემოიყვანეს?!“ - პანკისელები სოფელ ბირკიანში არიან შეკრებილები
პანკისის ხეობის მოსახლეობა სოფელ ბირკიანში არის შეიკრებილები. შეკრებულები გუშინ ხეობაში მომხდარ ინციდენტს განიხილავენ და აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველთა რაოდენობამ მათი პროვოცირება გამოიწვია. პანკისელები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ იცრუა, როცა აღნიშნა, რომ ადგილობრივები ჰესის აშენებაზე თანახმანი იყვნენ. „გუშინ რაც მოხდა მეც არ მსიამოვნებს, არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ 2 ჰესია ამ ხეობაში, დამატებით ჰესს ნუ ააშენებთ, არ არის საჭირო. რომ ვიძახით არ გვინდა ჰესი, ჩვენი აკვიატება კი არ არის, უბრალოდ გაუგებარია სოფელში ჰესის აშენება რა საჭიროა. რამდენი კაცი გამოვიდა აქ და ილაპარაკა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს პრეზიდენტზე უკეთესად ვსაუბრობთ ქართულად. ჩვენ ვართ საქართველოს შვილები. ნუ აგვიშენებთ ჰესს. ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რატომ შემოიყვანეს. რა საჭირო იყო ეს?! არ დაგიმთავრებია მოლაპარაკებები. დაელაპარაკე, დაითანხმე ხალხი, რა საჭიროა, ჯარით მოდიხარ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)