03:22 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 13:08:43, 1487 ნახვა

პოლიტიკა
აბესაძე - ქობულიას გათავისუფლება შესაძლოა, ივანიშვილის გარემოცვასთან კონფლიქტს უკავშირდებოდეს

ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესს, რომლის ხელში ჩაგდებას შესაძლოა ცდილობდეს უჩა მამაცაშვილი,  - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე, ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების ფაქტს.

დეპუტატის შეფასებით, ქობულიას გათავისუფლების მიზეზი რომ ცუდი მუშაობის შედეგი არ შეიძლება იყოს.

„კარგად გამოჩნდა რომ ეკონომიკის მინისტრი გადააყენეს და მას ჰქონდა დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან. ეს შეუძლებელია უკავშირდებოდეს მის ცუდ მუშაობას იმიტომ, რომ ასეთია მთელი მინისტრთა კაბინეტი „ქართული ოცნების“. შესაბამისად ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესს, რომლის ხელში ჩაგდებას შესაძლოა ცდილობდეს უჩა მამაცაშვილი თუ ივანიშვილის გარემოცვის და ოჯახის წევრები სხვადასხვა ხერხებით“, -განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics