20:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 12:53:43, 1804 ნახვა

კომენტარი
გიორგი ქობულია - მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ბიზნესწრეების დაახლოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს კვიპროსთან კარგი და ინტენსიური ურთიერთობები აქვს, თუმცა ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული.

„შესაბამისად, აუცილებელია ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორების გააქტიურება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი ღონისძიება აღნიშნული ტენდენციის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი იქნება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ბიზნესწრეების დაახლოებას. ჩვენი მხრივ, მივესალმებით  კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი გაიმართა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ქართული და კვიპროსული კომპანიების წარმომადგენლებმა, მრავალმხრივი და ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ფორუმში საქართველოსა და კვიპროსის 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics