|
2015-06-25 11:38:32, 750 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომლები დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ორი თანამშრომელი, პაატა მახარაძე და ავთანდილ ქვარიანი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის წარმომადგენელმა მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხის ნერგების უკანონოდ გასხვისების სანაცვლოდ, მოქალაქეს 1 000 ლარი გამოართვა. ასევე დაკავებულია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, სამასალე ხეების უკანონოდ მოჭრის ნებართვის გაცემისა და მოჭრილი მასალის გადაზიდვის დროს მფარველობისათვის მოქალაქისგან ქრთამის სახით 800 ლარი აიღო. ორივე ფაქტზე საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)