|
2019-04-05 17:42:51, 2052 ნახვა
რეგიონი
ბიბილოვი: ზურაბიშვილმა საქართველოს ცხოვრებაზე არაფერი იცის და საფრანგეთიდან თბილისში ვაშინგტონის მითითებით ჩავიდა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ქართველ პოლიტიკოსებს სხვა განზომილებაში მცხოვრები ადამიანები უწოდა, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. ბიბილოვის შეფასებით, მათ რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. გარდა ამისა, მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუსაც გამოეხმაურა, რომელიც მან Bloomberg-ს მისცა. "სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი სახელმწიფოს ცხოვრებაზე არაფერი იცის და საფრანგეთიდან საქართველოში ვაშინგტონის მითითებით ჩავიდა. არ მგონია, რომ საფრანგეთში ცუდი ცხოვრება ჰქონდა და საქართველოს დასამხარებლად ჩამოვიდა. გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მიიღო, რათა გაგრძელდეს ის ხაზი, რომელსაც ვაშინგტონი და ბრიუსელი განსაზღვრავს", - განაცხადა ბიბილოვმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)