11:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 12:27:32, 1872 ნახვა

ეკონომიკა
ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრი: საქართველოსა და ბულგარეთს შორის საჰაერო ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობები უნდა მოვიძიოთ

„ბევრ ბულგარელს სურს ეწვიოს საქართველოს და ვიცი, რომ ბევრი ქართველია, რომელსაც სურს ეწვიოს ბულგარეთს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მანძილის სიმცირის მიუხედავად მგზავრობა ხანგრძლივი, მარშრუტი კი გრძელია. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვიძიოთ საჰაერო ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ ჩვენს საჰაერო კომპანიებს, აღმოვფხვრათ ეს ნაკლოვანება ორმხრივი ან სამმხრივი ძალისხმევით, რეგიონში დაინტერესებული მესამე ქვეყნების ჩართულობით“, - ამის შესახებ ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ქობულია ბულგარეთში ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც უხელმძღვანელებს საქართველო - ბულგარეთის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომას, რომელიც 5 აპრილს გაიმართება.

„შეხვედრაზე ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ ბულგარეთისა და საქართველოს შორის შავი ზღვის გავლით სატრანსპორტო დერეფნების გაუმჯობესების შესახებ, საბორნე გადაზიდვების განვითარებაზე როგორც მგზავრების, ისე მგზავრების გადაყვანის კუთხით, ასევე იმ სექტორების განვითარებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტის განვითარებასთან. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ უკეთეს კავშირებზე, სპარსეთის ყურის დერეფნის განვითარებაზე შავი ზღვის გავლით, რადგან საქონლის თავისუფალი გადაადგილება ეკონომიკური განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა.

 

 

(NS)

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics