11:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 12:09:08, 1905 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი“ სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მხარდაჭერას აგრძელებს

ლიბერთისა და ,,კინგსი საქართველოს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის თანახმად, სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრულიად უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას ,,კინგსი საქართველოს"  მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ოლიმპიადებში.

24 მარტს, კინგსის 2019 წლის გაზაფხულის სეზონი ინგლისური ენის ოლიმპიადის ტურით გაიხსნა და ქვეყნის მასშტაბით 22 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. პირველ ტურში 14 432  მოსწავლე მონაწილეობდა. 7 აპრილს მეორე ტურში  9 543 მოსწავლე  მიიღებს მონაწილეობას.  მაისში დაგეგმილია საგნობრივი ოლიმპიადების ჩატარება ქართულ ენასა და მათემატიკაში.

,,მოხარული ვართ, რომ ჩავერთეთ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტში და ჩვენი თანადგომით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მონაწილება მიიღონ საგნობრივ ოლიმპიადებში. განათლების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთ პროექტში ვართ ჩართული და ვცდილობთ ჩვენი  წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეში“, - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

"კინგსი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებზე მომავალი თაობის განვითარებისა და მათთვის მოტივაციის შექმნის მიზნით. განათლებული, განვითარებული მომავალი წარმატებული ქვეყნის წარმატების საწინდარია. სწორედ ამიტომ, ამ ეროვნულ საქმეში ჩართულობა და მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა თითოეული ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაცაა. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ლიბერთის მხარდაჭერისთვის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ჩაერთონ საგნობრივ ოლიმპიადებში.' - განაცხადა სესილი გელოვანმა, კინგსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

დაფინანსების მსურველმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ კინგსის ადმინისტრაციას 032 2 306131 / www.kings.ge.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics